logo_geo
eng_logo
ყაზბეგსა და გუგუთში არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები გამოავლინეს
- +

28 მაისი. 2019. 11:20

 

21-26 მაისს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „გუგუთი“ და „ყაზბეგი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და რუსეთის მოქალაქეების ფიზიკური და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში 9 913 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (125,59 გრ.) და ვერცხლის (46 გრ.) ნაკეთობები გამოავლინეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის  289-ე  მუხლის მე-10  ნაწილის შესაბამისად,   კანონდამრღვევ მოქალაქეებს,  სანქციის სახით,  ფულადი ჯარიმა, ჯამში 9 913 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner