logo_geo
eng_logo
თეიმურაზ კუპატაძე: დავითგარეჯში არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას
- +

28 მაისი. 2019. 11:22

 

 

„ჩვენი ინფორმაციით, აზერბაიჯანული მხარე არ გეგმავს არანაირ მსვლელობას და აქციას“, - ამის შესახებ სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე თეიმურაზ კუპატაძემ დავითგარეჯში ჟურნალისტებს განუცხადა.

 

„ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა რაიმე სახის პროვოკაცია, კუპატაძემ განაცხადა, რომ ეს ფაქტი გამორიცხულია.

 

„არ ველოდებით არანაირ პროვოკაციას. იმიტომ ვართ ჩვენ აქ, რომ მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვა მოხდეს“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

რაც შეეხება სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების მიერ დავითგარეჯში დღეს დაგეგმილ აქციას, კუპატაძის განცხადებით, მოქალაქეების აყვანა ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვით მოხდება.

 

„რა თქმა უნდა, აქ შეკრებილ ხალხს ექნება საშუალება ჩიჩხიტურის კოშკთან ასვლის. ჩვენ შევეცდებით, ეტაპობრივად მოვახერხოთ ამ ხალხის აყვანა. რამდენიმე ადამიანს ავიყვანთ ორგანიზებულად, შემდეგ ისინი რომ ჩამოვლენ, მეორე ეტაპი ავა“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

 

შეგახსენებთ, დავითგარეჯში სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების აქცია - „გარეჯი საქართველოა და კავკასია ჩვენი სახლია“ გაიმართება.

 

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დღესვე, დავითგარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის გამართვას აზერბაიჯანული მხარის წარმომადგენლებიც გეგმავდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner