„შუალედურ არჩევნებზე 41%-ის აღება პარტიის დამსახურებაა“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა.
„შალვა შავგულიძეზე, როგორც პიროვნებაზე, ყველაფერ კარგს ვფიქრობ. უბრალოდ, სულის სიღრმემდე მტკივა შალვა შავგულიძის ყოფნა იქ, სადაც არის. „ნაცმოძრაობასთან“ ურთიერთობა ჩემთვის მიუღებელია. მას ვერ განვიკითხავ, მაგრამ თქვა, თვითონ მივედიო, ამიტომ ეს პასუხიმგებლობა უნდა აიღოს.
შუალედურ არჩევნებზე 41%-ის აღება პარტიის დამსახურებაა. რომ ჩავიხედე პარტიის შიდა სამზარეულოში, ვნახე, რომ უამრავი რამე კეთდება, მაგრამ პატარა წვიმა რომ მოვა, გაბრაზებული ხალხი ხელისუფლებას აბრალებს... რა უნდა ხალხის გაბრაზებას, თუმცა, ამის მიზეზი ნამდვილად აქვს, სიღარიბე ისევ დაუძლეველია. ანალიტიკური თვალით რომ შეხედო, მიხვდები, იმაზე უარესი არ არის, რაც იყო, ცოტა უკეთესია“, - აცხადებს ლადო კახაძე.