საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკის განცხადებით, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წერილში ზუსტად არის შეფასებული ის მემკვიდრეობა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ" მიიღო.
„საუბარია უმუშევრობაზე, გაღატაკებასა და სხვა საკითხებზე და მთლიანობაში ეს არის ღრმა ანალიზი, რომელიც მოკლედ არის ჩამოყალიბებული", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
რაც შეხება „ნაციონალურ მოძრაობის" მართვის სტილზე ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებებს, ფრაქცია „ქართული ოცნების" ლიდერის აზრით, ძალიან რთული იქნება საზოგადოების დაჯერება, რომ მათ ქვეყნის მართვის სხვა მეთოდი ექნებათ.