პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე რომან გოცირიძის განცხადებას ეხმაურება, სადაც ენმ-ს წევრი ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკურ ნაწილს აკრიტიკებს.
„ცნობილი პუტჩისტი და 90-იან წლებში საქართველოს ეკონომიკის დამანგრეველი რომან გოცირიძე უარყოფითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკურ ნაწილს. კუპონის შემომღები და ქართული ეკონომიკის დამაქცევარისგან ეს ცოტა უხერხული ხომ არაა? წესით, გოცირიძე თენგიზ სიგუასთან ერთად ჩვენებებს უნდა აძლევდეს პროკურატურას საქართველოს ეკონომიკის გაჩანაგებისთვის!" - წერს ბრეგაძე.