logo_geo
eng_logo
ბოლნისის პოლიციის ყოფილი თანამშრომელი დააკავეს
- +

28 მაისი. 2019. 16:43

 

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ, ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი დააკავა. ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, დაკავებულს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 144 -ე მუხლის „ა“, „ბ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დანაშაული, რაც პირის მიმართ დამამძიმებელ და არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს.

 

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურაში იმ პირთა ამოცნობის პროცესი მიმდინარეობდა, რომელთაც 16 წლის მოზარდი ცემასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. დღეს დაზარალებულმა ერთი პოლიციელი ამოიცნო, გასულ კვირას კი - სამი.

 

არასრულწლოვნის ადვოკატ ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, დაზარალებულის მიმართ ფიზიკურ ძალადობაში და სექსუალური ძალადობის მუქარაში, მინიმუმ 7 სამართალდამცველი იღებდა მონაწილეობას. მისივე თქმით, დღეს ამოცნობილმა პოლიციელმა კონსტანტინე ქოჩიშვილმა არასრულწლოვანს წიხლი ჩაარტყა, სკამიდან გადააგდო და ხელი მოტეხა.

 

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც ის აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner