„ასეთი განცხადებების გამო ისე გამოვდივარ წყობილებიდან, რომ არ ვიცი, როგორ მოვიქცევი"- განაცხადა პარლამენტარმა ზაზა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას, სადაც კოღუაშვილი ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების შესახებ დადებით კონტექსტში საუბრობს.
პაპუაშვილის განცხადებით, კოღუაშვილის ადგილზე ის პოლიტსაბჭოს დატოვებდა.
„არ მინდა, ახლა ბოთლს თავი მოვხსნა და ჯინი ამოვუშვა. დავით კოღუაშვილს ნამდვილად ვუსურვებდი, „ქართული ოცნების" სიის დეპუტატი გახდეს. ღმერთმა დამიფაროს მის ადგილზე ყოფნა, მაგრამ მის ადგილას რომ ვიყო, პოლიტსაბჭოს დავტოვებდი", - აღნიშნა დეპუტატმა.