logo_geo
eng_logo
ზიკას ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება
- +

30 მაისი. 2016. 16:39


ბრაზილიაში ზიკას ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, 200 000 ჯარისკაცს ვირუსით გამოწვეული საფრთხეების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება დაევალა.


პრეზიდენტ დილმა რუსეფის განცხადებით, ამ ეტაპზე ეს არის ერთადერთი გამოსავალი ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, რადგან ვაქცინა ჯერჯერობით არ არსებობს.



ზიკას ვირუსმა ვენესუელაში სამი ადამიანი იმსხვერპლა. ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, ვენესუელაში ინფიცირების 319 შემთხვევაა დადასტურებულია. აქედან სამი პაციენტი იმდენად დამძიმდა, რომ მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.



მესამე პაციენტი გარდაიცვალა ვირუსის გართულებით ბრაზილიაში. ორი ახალი შემთხვევა კი პერუში დადასტურდა. საშიში ვირუსის საწინააღმდეგო პრეპარატზე მსოფლიოს მასშტაბით ერთდროულად 15 ფარმაცევტული კომპანია მუშაობს, თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ვაქცინების ფართომასშტაბიანი გამოცდები მხოლოდ 18 თვის შემდეგ დაიწყება. ორგანიზაციის ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ბაზარზე სპეციალური დიაგნოსტიკური ტესტები გამოჩნდება, რომლებიც ზიკას ვირუსის გამოვლენას გახდის შესაძლებელს.



ყველაზე დიდ საფრთხეს ზიკა ფეხმძიმე ქალებისთვის წარმომადგენს, რადგან ვირუსი პათოლოგიებს, კერძოდ ახალშობილთა მიკროცეფალიას იწვევს. ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, უკვე დაფიქსირდა ჩვილთა მიკროცეფალიის 462 შემთხვევა, მედიკოსები ვარაუდობენ, რომ კიდევ 4 000 ჩვილი შესაძლოა ზიკას ვირუსით იყოს დაავადებული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner