logo_geo
eng_logo
ვლადიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა
- +

28 მაისი. 2019. 17:43

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს და ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

 

უკრაინის მედიის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა.

 

შეგახსენებთ, უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა 2017 წლის ივლისში გაუუქმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner