თბილისში ძლიერი წვიმისა და ზოგიერთ უბანში სეტყვის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოქალაქეთა სატელეფონო შეტყობინებათა რაოდენობამ მოიმატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, არავინ დაშავებულა. პრესსამსახურის ინფორმაციით, მოქალაქეების შეტყობინებები ძირითადად გლდანი-ნაძალადევის რაიონიდან შევიდა და მათი უმეტესობა სარდაფებში წყლის ჩასვლას შეეხება.
ასევე, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასული წყალი უკვე ამოტუმბულია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ყველა მისამართზე ხდება სამაშველო ბრიგადების გასვლა და რეაგირება.