თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ტელეკომპანა „GDS"-ის გადაცემის „20/30"ჟურნალისტის ზვიად თხელიძის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამას და გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და კოლეგებს თანაგრძნობას უცხადებს.
,,მინდა, დიდი გულისტკივილი გამოვთქვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ჟურნალისტის გამო.
ქართულმა მედიამ ზვიად თხელიძის სახით პროფესიონალი ჟურნალისტი დაკარგა.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და ტელეკომპანია „GDS"-ის კოლექტივს",- განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.
ჟურნალისტი ზვიად თხელიძე დუშეთში, ხადას ხეობაში, გადასაღები აპარატის ამოღების მცდელობისას მდინარეში ჩავარდა, რის შემდეგაც ის წყალმა გაიტაცა.
მისი ცხედარი მაშველებმა დილის 06:00 საათისთვის იპოვეს.