„მგონია, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ამ ნაბიჯს კავშირი არ აქვს, ვინაიდან საქართველოს მოქალაქეობა მისთვის არავის ჩამოურთმევია, მან თვითონ თქვა უარი უკრაინის მოქალაქეობის სანაცვლოდ, იმ თანამდებობის სანაცვლოდ, რაც შესთავაზეს“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკიმ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისთვის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, რამდენად ძვირი დაუჯდება უკრაინას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება, ამაზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
„უკრაინა ჩვენი მოკავშირე ქვეყანაა და ვლადიმირ ზელენსკისთან, მის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა არის გაცილებით უფრო პრიორიტეტული, ვიდრე მისი გადაწყვეტილებების შეფასება“,- აღნიშნა ვოლსკიმ.