logo_geo
eng_logo
თელავში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა
- +

28 მაისი. 2019. 21:31

 

თელავში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა. ერთმანეთს ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელთაგან ერთ-ერთი მერე ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა, რ ო მელ  იც ადგილზე გარდაიცვალა.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner