„როცა ბავშვი დავინახე, ის უკვე დაბლა მოფრინავდა. არაფერზე მიფიქრია, წამიერად დავიჭირე. შემდეგ არ ვიცი რა მოხდა, რადგან გონება დავკარგე. როცა გონს მოვედი, ირგვლივ პოლიციელები და მაშველები იყვნენ", - იხსენებს 28 წლის ტონიკ ტურგანბეკი, რომელმაც 2 წლის ბიჭი სიკვდილს გადაარჩინა.
შემთხვევა ჩინეთის ქალაქ ინინში მოხდა. პატარა ბიჭშუნა მეხუთე სართულიდან გადმოვარდა და მისი გადარჩენა ახალგაზრდა მამაკაცმა სასწაულებრივად შეძლო.
ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მას სერიოზული ტრავმები არ მიუღია.