logo_geo
eng_logo
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი ანტიკორუფციული საბჭოს წევრი გახდა
- +

30 მაისი. 2016. 17:16


27 მაისს სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-14 სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდა.


სხდომაზე 2015-2016 წლების განახლებული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და სტრატეგია დამტკიცდა, რომლის თანახმად, ანტიკორუფციულ სტრატეგიულ დოკუმენტებს მეთოთხმეტე პრიორიტეტი - „კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტში" დაემატა.


საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, რუსთავისა და თელავის მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიკორუფციული საბჭოს წევრები გახდნენ. შესაბამისად, საბჭოს წევრთა რაოდენობა 54-მდე გაიზარდა.


დედაქალაქის მუნიციპალიტეტს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მე-14 სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი წარმოადგენდა.


„მივესალმები, რომ ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას ახალი სტრატეგიული პრიორიტეტი „კორუფციის პრევენციის ხელშეწყობა მუნიციპალიტეტებში" დაემატა. მოგეხსენებათ რამდენად მნიშნელოვანია თვითმმართველობების, იქ დასაქმებულ საჯარო მოხელეთა ქცევა მოსახლეობაში სახელმწიფო დაწესებულებებისადმი ნდობის და კეთილგანწყობის არსებობის თვალსაზრისით. შესაბამისად, ნებისმიერი ღონისძიების გატარება, რომელიც ამ ახალი პრიორიტეტის ფარგლებში იგეგმება, ადგილობრივ თბითმმართველობებში კორუფციის აღმოფხვრის კუთხით უმნიშვნელოვანესია.

 

მივესალმები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობის გაძლიერებას ამ მიმართულებით და იმედს ვიტოვებ იმ სამი მუნიციპალიტეტის მაგალითზე (თბილისი, რუსთავი, თელავი), რომელიც პირველ ეტაპზე იქნა შერჩეული, შემუშავებული იქნება ეფექტური, მოქნილი მოდელი, შემდგომში სხვა მუნიციპალიტეტებში დასანერგად", - აღნიშნა მალხაზ მჭედლიშვილმა.


ღონისძიებას ანტიკორუფციული საბჭოს წევრები, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაცებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner