ექსპერტი ალექსანდრე თვალჭრელიძე მიხეილ სააკაშვილთან ბოლო შეხვედრას იხსენებს:
„მიხეილ სააკაშვილი ახლახან პოლონეთში ვნახე, ის ევროპის ეკონომიკურ კონგრესში მონაწილეობდა, რომელზეც მოხსენებით გამოვედი, მართალია, მისი სიტყვით გამოსვლისას გამოვედი დარბაზიდან , მაგრამ ვიცი, რომ მისი განცხადებები დაცლილი იყო აგრესიისა და გაუგებარი მუქარისგან...
სააკაშვილთან შეხვედრისას ასევე დავასკვენი, რომ ვერ არის მთლად ჯანმრთელად. სავარაუდოდ, სტეროიდებზე ზის, უცნაურად გასუქებულია", - ამბობს ექსპერტი.