logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი იმ წარსულის გამო...
- +

29 მაისი. 2019. 12:33

 

„უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა“,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, უკრაინა საქართველოს მეგობარი სახელმწიფოა, თუმცა, მიუხედავად ამისა, არის საკითხები, რომელიც მათი გადასაწყვეტია.

 

„ამ გადაწყვეტილებას ვერ მოვიწონებდი, იმ წარსულის გამო, რაც სააკაშვილმა უკრაინას დამართა. ჩემი მოლოდინი ასეთია - ვინც სააკაშვილს აქამდე იცნობდა, იცნობს, ვინც არ იცნობს, ის გაიცნობს. „ქართული ოცნებისთვის“ უკრაინის გადაწყვეტილება არაფერს მნიშვნელოვანს არ ნიშნავს. მიხეილ სააკაშვილი ჩვენთვის საინტერესო არ არის. ჩვენ უკრაინასთან მეგობრობას ვაგრძელებთ და ამის გამო ურთიერთობებს ჩრდილი არ და ვერ მიადგება. ბევრჯერ მოგვისმენია სააკაშვილისგან 2012 წლის შემდეგ, რომ საქართველოში სამ თვეში ბრუნდება, ექვს თვეში ბრუნდება. ახლა უკრაინიდან მოდის, ხან ჰოლანდიიდან, ხან ზეციდან. ვხედავთ, სადაც არის, არის უმისამართოდ, მაგრამ ახლა მისამართის შანსი გაუჩნდა“,- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner