logo_geo
eng_logo
ვინ დააფინანსა ოპერაცია „ორი პატრიარქი“ და რა მიზანს ემსახურებოდა ოპერაცია „აღსარება“
- +

30 მაისი. 2016. 17:27


არასამთავრობო ორგანიზაციად წოდებული „თავისუფლების ინსტიტუტი" რომ ყველა იმ უბედურების სათავეა, რომლებიც ბოლო წლებში საქართველოში ტრიალებს, ეს ჩვენში ყველა ჭკუათმყოფელს კარგად მოეხსენება. ამერიკული და ევროპული გრანტებით დაფინანსებული ეს ორგანიზაცია მტერია ყველაფრისა, რაც ძვირფასია ჭეშმარიტად ქართველი ადამიანისთვის. ლიბერალური  დემოკრატიის საფარველში გახვეული ეს უღმერთოთა ინსტიტუტი, ვითომ უმცირესობათა უფლებების დაცვის საბაბით, ყველანაირი ბინძური მეთოდით ცდილობს, მრავალსაუკუნოვან ქართულ სახელმწიფოს ბალავერი, მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, შეურყიოს.


ამ ორგანიზაციის მამამთავარნი 9 წელი იყვნენ ხელისუფლებაში და  ფეხქვეშ გათელეს ქართველი კაცის ღირსება. მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს გვიბღალავდნენ, რელიგიას გვიგინებდნენ და სანაცვლოდ ძალადობის, გარყვნილების, უმეცრების დანერგვას ცდილობდნენ. ნაწილობრივ მოახერხეს კიდეც ევროპელ თუ ოკეანისგაღმელ მეპატრონეთა დავალების შესრულება. 30 ვერცხლზე გაყიდულ ეშმაკის მსახურთა ამ საკრებულოს უმთავრესი მიზანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საპატრიარქოსგან ჩამოცილება, საპატრიარქოს ეპარქიებად დაშლა და ამ ეპარქიების მეთაურებად მათ მიერ მართული ეპისკოპოსების დასმა იყო. საამისოდ კი, თამამად შეიძლება თქმა, ყველაფერზე მიდიოდნენ.


 თუ რა უბედურება ტრიალებდა წლების მანძილზე „თავისუფლების ინსტიტუტში", რა გეგმა-სქემებით მოქმედებდნენ ეკლესიის, პატრიარქის,  მღვდელმთავრებისა და რიგითი სასულიერო პირების წინააღმდეგ, ვინ იყვნენ ამ შეთქმულების ავტორები და შემსრულებლები, ამის შესახებ, კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით, ექსკლუზიურად მოგითხრობთ. პიროვნება, რომელმაც ეს ინფორმაცია მოგვაწოდა, ერთხანს თავად მუშაობდა „თავისუფლების ინსტიტუტში", შემდეგ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში იყო დასაქმებული, რომელიც იურიდიულად დამოუკიდებელი იყო, მაგრამ რეალურად  „თავისუფლების ინსტიტუტს" ემორჩილებოდა, მის დაკვეთებს ასრულებდა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია მხოლოდ «თავისუფლების ინსტიტუტის»  ხელმძღვანელთა რეკომენდაციების წყალობით ღებულობდა სისტემატიურად  გრანტებს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. ჩვენი ინფორმატორი ვინაობის გამხელისგან თავს შიშის გამო იკავებს, რადგან, მართალია, „თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგები ხელისუფლებას ჩამოშორდნენ, მაგრამ შურისძიების, ანგარიშის გასწორების ძალა ჯერაც შერჩათ. გარდა ამისა, ჩვენი წყარო ამ ინსტიტუტის უცხოელ მფარველებსაც უფრთხის, რომელთაგანაც, ასევე, სიკეთეს არ მოელის.


„თავისუფლების ინსტიტუტი" მედიით რეგულარულ თავდასხმებს აწყობდა ქართულ ეკლესიასა და მის უმაღლეს იერარქებზე. მათი მიზანი, ცხადია, ეკლესიისა და მისი მესაჭის სახელის შებღალვა იყო.


დირექტივებს, თუ როგორ უნდა ემოქმედათ, ამერიკიდან იღებდნენ. თუმცა ამ დირექტივების ადაპტირება ქართული რეალობისთვის უკვე ინსტიტუტის „ტვინების" საფიქრალი იყო. ამ გეგმების შემუშავება-დახვეწაზე სხვადასხვა დროს მუშაობდნენ გიგა ბოკერია, ლევან რამიშვილი, გიგი თევზაძე, დავით პაიჭაძე, ვანო მერაბიშვილი, გიგი უგულავა, მამუკა ახვლედიანი, გივი თარგამაძე, ამირან მესხელი, აკაკი მინაშვილი, გიორგი მელაძე.


ყველა მათგანს სხვადასხვა მიმართულება ებარა: ზოგს - საპატრიარქოს სახელის გატეხა, ზოგს _ პატრიარქისა და ზოგსაც _ კონკრეტული მაღალი თუ დაბალი იერარქისა. მართლმადიდებლური ეკლესიის სახელის შებღალვის პარალელურად, ამ ადამიანებს ევალებოდათ ასევე ე. წ. რელიგიურ უმცირესობათა დაპირისპირება ქართული ეკლესიისთვის, რელიგიური შუღლის გაღვივება და სხვადასხვა რწმენის საქართველოს მოქალაქეების დაპირისპირება. ამ საქმეში მათ ის ევროპელი და ამერიკელი თეოლოგები, ფსიქოლოგები, პიარის სპეციალისტები და სხვა სფეროს  ექსპერტები უწევდნენ კონსულტაციებს, რომელთაც სხვადასხვა ქვეყანაში  ამგვარი მუშაობის გამოცდილება უკვე ჰქონდათ.


როდესაც „თავისუფლების ინსტიტუტის" იდეოლოგები ქვეყნის სათავეში მოექცნენ, ერთ-ერთი პირველი, რაც მათ  ჩაიდინეს, გლდანის ეკლესიის ამბიონიდან მამა ბასილის (მკალავიშვილი) გამოთრევა სპეცრაზმის მიერ და დაპატიმრება იყო. ეს სპეცოპერაცია 2004 წლის 12 მარტს განხორციელდა.   მოგეხსენებათ, მაშინ ეკლესიის კარი «ურალით» შეანგრიეს და მრევლსაც, რომელიც საკუთარ მოძღვარს იცავდა, სასტიკად გაუსწორდნენ. ამ ვანდალიზმში, სპეცრაზმელთა გარდა, «თავისუფლების ინსტიტუტის» ახალგაზრდული ფრთაც აქტიურად მონაწილეობდა - ორგანიზაცია „კმარას" წევრები. წყაროს ინფორმაციით, აღნიშნული სპეცოპერაციის შესახებ «თავისუფლების ინსტიტუტის» ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა და უკვე გადეპუტატებულმა გიგა ბოკერიამ მის შემცვლელ ლევან რამიშვილთან ერთად სპეციალური ანგარიში წარუდგინა ამერიკის მაშინდელ ელჩს საქართველოში. გარდა ამისა, მან ანგარიში საქართველოში მყოფ ამერიკის   სახელმწიფო დეპარტამენტისა და დაზვერვის ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლებსაც ჩააბარა. მამა ბასილის დაპატიმრებიდან მოკლე ხანში გამოიკვეთა ის „კმარელი" ხუთეული, რომელთაც ამერიკულმა მხარემ არათუ რეკომენდაცია გაუწია, მეტიც, კატეგორიულად მოსთხოვა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მათი კარიერული წინსვლა ყოველმხრივ უზრუნველეყო.  აი, ეს ხუთეულიც: ბაჩო და დათა ახალაიები, ჟანი კალანდაძე, ვასილ სანოძე და ამირან მესხელი. მართალია, დათა ახალაია და ვასილ სანოძე მიხეილ სააკაშვილის ჯერაც ნედლ ხელისუფლებაში უკვე რაღაცას წარმოადგენდნენ, ამირან მესხელიც უკვე მუშაობდა უშიშროების საბჭოს მდივნის - ვანო მერაბიშვილის თანაშემწედ, მაგრამ მათ ამ არაადამიანური დანაშაულით  დაიწყეს ელვისებური იერარქიული აღმასვლა. მათგან ერთ-ერთი, ჟანი კალანდაძე, ავტოავარიაში დაიღუპა. მამა ბასილმა ამასწინათ განაცხადა, რომ  ჟანი კალანდაძეს სინანულით უთქვამს სულის დალევამდე, - იმიტომ ვკვდები, რომ გლდანის ეკლესის დარბევასა და მამა ბასილის დაჭერაში მივიღე მონაწილეობაო. მამა ბასილის „სამაგალითოდ" დასჯისთვის, ეკლესიის შებილწვისა და მრევლის შეურაცხყოფისთვის „თავისუფლების ინსტიტუტმა" იმ პერიოდში უპრეცედენტოდ დიდი გრანტი - 1 მილიონი დოლარი მიიღო.


დონორი ორგანიზაცია კი „ამერიკის დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტი" გახლდათ. დიახ, მილიონ დოლარად შეაფასეს ამერიკელებმა მართლმადიდებლური ეკლესიის დარბევა და მისი მოძღვრის წვერებით თრევა და დაპატიმრება.


ცხადია, „თავისუფლების ინსტიტუტი" გრანტებს ოფიციალურად სულ სხვა მიზნებისთვის იღებდა, მაგრამ ყველა გადმორიცხულ თანხას ან ფარული რეკომენდაცია მოჰყვებოდა, ანდა ამ ფარულ დავალებას ინსტიტუტის მესვეურნი ამერიკის საელჩოდან იღებდნენ. სწორედ ამერიკული მხარის შემუშავებულია ნებისმიერი უღირსი მეთოდით სასულიერო პირების გადმობირების გეგმაც. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გავლენიანი ჩინოსნების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს სრულად არ აემოქმედებინა კონკორდატი _ ქართულ სამოციქულო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება, რომელსაც 2002 წელს მოაწერეს ხელი ედუარდ შევარდნაძემ და ილია მეორემ.


ამერიკელებს განსაკუთრებით კონკორდატის მე-11 მუხლი აღიზიანებდათ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „სახელმწიფო ადასტურებს მე-19- მე-20 საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-1990 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისთვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსციაზე". ამერიკელებმა დაარწმუნეს გიგა ბოკერია და მისი გუნდი, რომ, თუ ეკლესიას კუთვნილი ქონება დაუბრუნდებოდა, მთლიანად საპატრიარქო და ცალკეული სასულიერო პირები დამოუკიდებლობას გაიმყარებდნენ, უმჯობესი იქნებოდა, თუ ეკლესია სახელმწიფოსგან დაფინანსდებოდა. ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ეკლესიაზე გავლენას გააძლიერებდა და ცალკეულ სასულიერო პირებზე მატერიალური საშუალებებით ზემოქმედების ბერკეტები გაეზრდებოდა. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უყოყმანოდ დაუჭირა მხარი ამერიკელთა წინადადებას და ფაქტია, სახელმწიფოს ეკლესიისთვის კუთვნილი ქონება დღემდე არ დაუბრუნებია.


სწორედ ამერიკელთა უშუალო რჩევით დაამონტაჟეს საპატრიარქოსა და საქართველოს ყველა ეპარქიაში ფარული მოსასმენი აპარატურა. ამ საქმისთვის ინსტრუქტორი ამერიკიდან ჩამოვიდა, რადგან ქართულ სპეცსამსახურებს იმ ტიპის მინიატურულ მოსასმენ აპარატურასთან შეხება არ ჰქონდათ, რომლებიც ამერიკელებმა თან ჩამოიტანეს. ამ უღმერთო სპეცოპერაციას თავად «თავისუფლების ინსტიტუტში» კოდური სახელიც დაარქვეს _ „აღსარება". ცხადია, ფორმალურად ამ ღონისძიებას ვანო მერაბიშვილი ახორციელებდა, თუმცა, რასაც ამერიკელები ეუბნებოდნენ, ვანო იმას აკეთებდა. ამ ინფორმაციის უტყუარობა მხოლოდ შარშან, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დადასტურდა: 2012 წლის დეკემბერში საპატრიარქოდან გაჟონა ინფორმაციამ და ის  მედიითაც გავრცელდა, რომ საპატრიარქოში არა ერთ ადგილას და მათ შორის,  ქორეპისკოპოსებისა და ეპისკოპოსების სამუშაო ოთახებში, თავად პატრიარქის სამუშაო და სასტუმრო ოთახებშიც კი, ფარული მოსასმენი აპარატურა  აღმოაჩინეს და გაანეიტრალეს.


ამერიკული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ კიდევ ერთ შეთქმულებაში მიიღეს მონაწილეობა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ არაერთმა მაღალმა სასულიერო პირმა მიიღო სახელმწიფოსგან საჩუქრად სხვადასხვა მარკის ავტომობილები. აბსოლუტურად ყველა მანქანის სალონში სხვადასხვა ადგილას ჩამონტაჟებული იყო ფარული მოსასმენი მინიატურული აპარატურა, რომელიც კვების წყაროსთან იყო მიერთებული,   ძრავის ამუშავებისთანავე ირთვებოდა და ინფორმაციას გადასცემდა, ძრავის გამორთვიდან კი 2 საათის განმავლობაში ავტონომიურად მუშაობდა. ყველა მანქანა, ვიდრე კონკრეტულ საეპისკოპოსოს გადაეცემოდა, 1 დღით ჩერდებოდა კუდის მიერ კონტროლირებად ერთ-ერთ ავტოსადგომზე („მოდულის" შენობაში,  ავტოსადგომზე შეგნებულად არ მიჰყავდათ) და იქ ხდებოდა მოსასმენი აპარატურის მანქანაში დამონტაჟება. ამ ოპერაციას კუდის უფროსის მოადგილე სოსო თოფურიძე ხელმძღვანელობდა, თუმცა ეს იმდენად მნიშვნელოვანი  ოპერაცია იყო, რომ ამერიკელ სპეციალისტებთან ერთად ყველა მანქანას, ვიდრე საჩუქრად გადასცემდნენ მღვდელმსახურებს, კუდის უფროსი დათა ახალაია და შს მინისტრის მოადგილე ამირან მესხელი ადგილზე ამოწმებდნენ.  ცხადია, ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ხელდასხმით კეთდებოდა.


ქართულ-ამერიკული სპეცსამსახურები სასულიერო პირებისადმი არამარტო სახელმწიფოსგან გადაცემულ ავტომანქანებში ამონტაჟებდნენ  ანალოგიურ აპარატურას. ეკლესიებისთვის მანქანებს საპატრიარქოც ყიდულობდა, მრევლიც და ცალკეული ბიზნესმენებიც. სპეცაგენტები ოპერაცია „აღსარების ფარგლებში" მრევლში ჩანერგილ აგენტებს წვრთნიდნენ, ასწავლიდნენ, რა და როგორ გაეკეთებინათ და მათი მეშვეობით მაინც ახერხებდნენ „ჟუჩოკების" ჩამონტაჟებას.


ეს მიკროჩიპები კი იმდენად მცირე ზომისაა, მანქანა რომც დაშალო, სპეციალური დეტექტორის გარეშე მისი აღმოჩენა შეუძლებელია.


კუდ-ში შექმნილი იყო სპეციალური განყოფილება, რომელიც იკვლევდა და სწავლობდა თითქმის ნებისმიერი რანგის სასულიერი პირის საერო ცხოვრებას. რომელ სასულიერო პირებზე უნდა ემუშავათ კუდ-ის აგენტებს, ამას „თავისუფლების ინსტიტუტი" განსაზღვრავდა. შემოვლითი გზით, ვანო მერაბიშვილის კაბინეტის გავლით „დასავერბოვკებელი" მღვდელ-მონაზვნების სია უშუალოდ დათა ახალაიას მისდიოდა, ის სიას დაამტკიცებდა და შესასრულებლად თავის მოადგილეს, სოსო თოფურიძეს გადასცემდა, თოფურიძე კი სპეცგანყოფილებას უგზავნიდა. ყველა ოპერაციის კურატორი და საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებელი სწორედ სოსო  თოფურიძე იყო. ვფიქრობ, ამის შემდეგ მაინც აღარ გაიკვირვებს მავანი, თუ რატომ ესწრებოდა წმინდა სინოდის სხდომას სოსო თოფურიძე 2011 წლის 18 ივლისს, როცა იქ ე. წ. რელიგიების შესახებ კანონი იხილებოდა. ალბათ, ისიც გასაგებია, რატომ გამოჟონა ინფორმაციამ წმინდა სინოდის სხდომიდან, რომ თოფურიძე, როგორც სხდომის დაწყებამდე, ასევე მისი მიმდინარეობისას, ცდილობდა, ზეწოლა მოეხდინა წმინდა სინოდის წევრებზე.


ახლა კი იმის შესახებ, თუ რა სიბინძურეებს სჩადიოდა კუდ-ი სოსო თოფურიძის მეთაურობით. ბევრ სასულიერო პირს ჰქონდა კრიმინალური ან ამორალური წარსული, რომელთა საქვეყნოდ გამხელაც, სულ მცირე, ცხადია,  თავად არ  ესიამოვნებოდა, ზოგიერთისთვის კი ეს სასულიერო მოღვაწეობის დასრულების ტოლფასი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო. ამ სასულიერო პირებს სოდ-ის აგენტურა უკავშირდებოდა, თანამშრომლობას სთავაზობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპრომატების გამოქვეყნებით ემუქრებოდა. ეს განყოფილება, ასევე, აგროვებდა მასალებს სასულიერო პირების უკვე ეკლესიაში მოღვაწეობის პერიოდში ჩადენილი ამქვეყნიური ცოდვების შესახებ.


 ამ ყველაფრის შესახებ არსებობდა აუდიო და ვიდეოჩანაწერები, სხვა სახის მტკიცებულებები, მოწმეთა ჩვენებები, რომელნიც, ცხადია, კუდის აგენტები იყვნენ. სასულიერო პირებს აშანტაჟებდნენ, აძალებდნენ თანამშრომლობას და სანაცვლოდ კარიერულ წინსვლასა და მატერიალურ კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათაც ამ კომპრომატების მედიითა და სოციალური ქსელით გავრცელებით ემუქრებოდნენ. ღმერთმა განსაჯოს, ვინ გაუძლო ამ ზეწოლასა და ცდუნებას და ვინ - ვერა.


სასულიერო პირებზე ზემოქმედების ერთი მეთოდი იყო მათი ოჯახის წევრების, მეგობრების, ნათესავებისთვის კრიმინალური საქმის „შეკერვა".


 კონკრეტული სასულიერო პირის შვილს, ძმას ან მამას ჩაუდებდნენ ნარკოტიკს და შემდეგ მას ეუბნებოდნენ - თუ გსურს, ყოველგვარი საპროცესო გარიგების გარეშე გავათავისუფლოთ შენი ოჯახის წევრი და თან აღძრული სისხლის სამართლის საქმეც ისე გავაქროთ, რომ ამის შესახებ ინფორმაცია შს სამინისტროს არქივშიც კი არ დარჩეს, მაშინ ჩვენთან უნდა ითანამშრომლოო. ცხადია, კუდის თანამშრომლები ამ „კრიმინალური შემთხვევის" საიდუმლოს შენახვის პირობასაც იძლეოდნენ და თან სასულიერო პირსა და მის ოჯახს, როგორც ერთჯერად სოლიდურ მატერიალურ სარგებელსაც ჰპირდებოდნენ, ასევე არანაკლებ სოლიდურ და მუდმივ ფინანსურ შემოსავალსაც.


ჩვენმა წყარომ დღემდე გაუხმაურებელი და „თავისუფლების ინსტიტუტის" მორიგი ვერაგული გეგმის შესახებაც გვიამბო. საბედნიეროდ, ეს გეგმა ჩაიშალა. ამ საქმეს, ცხადია „ამერიკელი ძიძების" - კონსულტანტების დახმარებით, ლევან რამიშვილი თავკაცობდა. მისი მიზანი იყო, გადმოებირებინათ რომელიმე, მრევლისთვის საყვარელი, პატივსაცემი მაღალი წოდების სასულიერი პირი - მიტროპოლიტი, ეპისკოპოსი. შემდეგ, ხელისუფლების ხელთარსებული მედიასაშუალებებისა და სხვა პიარტექნოლოგიებით, აღნიშნული ეპისკოპოსი უნდა გაეხადათ ძალზე პოპულარული, მეტიც, თითქმის პატრიარქის საპირწონე.


პარალელურად იმუშავებდნენ სხვა მაღალ სასულიერო პირებზე, ცხადია, წმინდა სინოდის წევრებზე და შეეცდებოდნენ მათ გადმობირებასაც. ამას თუ მოახერხებდნენ, შექმნიდნენ პატრიარქთან დაპირისპირებულ მღვდელმთავართა დაჯგუფებას, რომელსაც შემდეგ სათავეში „თავისუფლების ინსტიტუტის" ფავორიტი ეპისკოპოსი ჩაუდგებოდა.


პატრიარქს, ბუნებრივად, ეყოლებოდა თავისი და მართლმადიდებლობის ერთგული დამცველები ანუ, პატრიარქის მომხრე დაჯგუფება თავისთავად იქნებოდა წმინდა სინოდში. გეგმის ავტორებსაც ეს აძლევდათ ხელს. ამ გეგმის თანახმად, მათ შორის პერმანენტული დაპირისპირების პროვიცირება უნდა მომხდარიყო. სახელისუფლო მედიასაშუალებები, ამ მოვლენებს პატრიარქისა და მისი მომხრეების საზიანოდ გააშუქებდნენ, ხოლო სარწმუნოების დამცველებად და ჭეშმარიტ პატრიოტებად ხალხს მათთან დაპირისპირებულ დაჯგუფებას წარმოუდგენდნენ. გეგმის საბოლოო მიზანი კი საპატრიარქოს ორად გახლეჩვა იყო - ცხადია, კვლავ პროვოკაციის საფუძველზე, უმნიშვნელოვანეს რელიგიურ საკითხთან დაკავშირებით, პატრიარქთან დაპირისპირებული ეპისკოპოსი და მისი მომხრეები პროტესტის ნიშნად გამოეყოფოდნენ საპატრიარქოს, შეეცდებოდნენ ხალხის დარწმუნებას, რომ პატრიარქი და მისი მომხრეები მცდარი გზით მიდიან, ჭეშმარიტ რწმენას უღალატეს და თავად არიან ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველები. ყველაფერი დასრულდებოდა საპარტიარქოს გახლეჩვით, ახალი საპატრიარქოსა და მეორე პატრიარქის გაჩენით, მრევლისა და რწმენის გაყოფით. თუ ეს გეგმა წარმატებით განხორციელდებოდა, ისევ „თავისუფლების ინსტიტუტი" და მისი ამერიკელი პატრონები იზრუნებდნენ მეორე პატრიარქის პიარზე და მისკენ მრევლის გადაბირებაზე.


აღნიშნულ გეგმას, რომელსაც „თავისუფლების ინსტიტუტში" კოდური სახელი «ორი პატრიარქი» ერქვა, უკვე მოგახსენეთ, რომ ლევან რამიშვილი ხელმძღვანელობდა. შარშან „საქართველო და მსოფლიოში" გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში მამა ელიზბარმა (დიაკონოძე) დაადასტურა ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია, რომ ლევან რამიშვილი მორმონია. მორმონთა სექტა მართლმადიდებლობის ერთ-ერთი უდიდესი მტერია. სპეცოპერაცია „ორი პატრიარქი" 2006 წელს დაიწყო «თავისუფლების ინსტიტუტმა» და 2009 წელს ის კრახით დასრულდა. სხვადასხვა ამერიკული ფონდებიდან, რომლებიც „თავისუფლების ინსტიტუტმა" გრანტების სახით მიიღო, ამ ოპერაციაზე 5 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ამხელა თანხა და 4-წლიანი შრომა ამერიკელებს უმარტივესი მიზეზის გამო ჩაეყარათ წყალში - უმაღლეს მღვდელმსახურთა შორის ვერავინ მოიძიეს, ვინც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეეტოქებოდა და შემდეგ მისი ტოლ-სწორი და საპირწონე შეიქნებოდა.


ეს მათ უამრავმა ღია თუ შეფარულმა გამოკვლევამ დაუდასტურა, რომელთაც, ამერიკელთა დაკვეთით, სისტემატიურად ატარებდა სხვადასხვა  კვლევითი ჯგუფი. წყაროს ინფორმაციით, ოპერაცია „ორი პატრიარქის" დაფინანსება რამდენიმე ამერიკულმა არასამთავრობო ფონდმა აიღო საკუთარ თავზე. ერთი მათგანი «ამერიკის ტოლერანტობის ცენტრია", რომელსაც 2006   წელს ოპერაციის საწყისი ეტაპი დაუფინანსებია.


„ორი პატრიარქის" წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, „თავისუფლების ინსტიტუტი" გაჩერებას არ აპირებდა. უცნობია იმ გეგმის დეტალები, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოს გახლეჩვის შემთხვევაში იმოქმედებდნენ, თუმცა, ქართულ ეკლესიაზე შეტევა რომ უნდა გაგრძელებულიყო, ეს ვიცით. ამერიკული  გეგმით, უკვე დასუსტებულ საპატრიარქოში ნაცადი მეთოდით ჩამოაგდებდნენ შუღლს და მის დაქუცმაცებას ეცდებოდნენ. საამისოდ ამერიკელები არც ფულს და არც ინტელექტუალურ ძალებს არ დაიშურებდნენ. მათი საბოლოო მიზანი საპატრიარქოს 5 ან 6 ეპარქიად დაშლა და მათი გაკონტროლება იყო „დაყავი და იბატონეს" პრინციპით.


 ამით ამერიკელები მთავარ მოწინააღმდეგეს მოიცილებდნენ თავიდან და „თავისუფლების ინსტიტუტის", მის წიაღში გამოზრდილი გახელისუფლებული გოგო-ბიჭების მეშვეობითა და მიხეილ სააკაშვილის  წინამძღოლობით, თავზე დაგვამხობდნენ ამ ქვეყანას და ჰომოსექსუალების, ბისექსუალებისა და ლესბოსელების სათარეშოდ გახდიდნენ. ცხადია, დაქუცმაცებული ქართული ეკლესია, არათუ ტრადიციული და ძლიერი რელიგიების შემოტევას, იეღოველთა და სხვა სექტების იერიშებსაც ვეღარ გაუძლებდა და ეს ჩვენი საქართველო ათასგვარი სექტანტისა და მამაძაღლის საჯიჯგნად იქცეოდა. დვრიტაგამოცლილთ ნელ-ნელა ჭირს მოგვჭამდა ქართული ტრადიციები, გაგვიუფასურდებოდა კულტურა და ცხოვრების ადათ-წესები; ამერიკელები ისე გადაგვაჯიშებდნენ ქართველებს, როგორც არაერთი  და ორი ერი გაუყენებიათ მოუსავლეთის გზას. აი, რამხელა ტრაგედიასა და უბედურებას გადავრჩით უფლის ნებითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამჭრიახობისა და შეუდრეკელობის წყალობით.


წყაროს ინფორმაციით, მართალია, ოპერაცია „ორი პატრიარქი" ჩავარდა, მაგრამ თავიანთი უმთავრესი მიზნის განხორციელებაზე „თავისუფლების ინსტიტუტსა" და მის უცხოელ პარტნიორებს ხელი არ აუღიათ - ისინი ხელსაყრელ დროსა და გარემოებას ელოდებიან.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner