logo_geo
eng_logo
თამარ ჩუგოშვილი: უკრაინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამას წინ ვერაფერი აღუდგება
- +

29 მაისი. 2019. 12:50

 

„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნება უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, ყველა ერთად იხილავს, რა როლს შეასრულებს უკრაინის პოლიტიკაში მიხეილ სააკაშვილი.

 

„ეს უკრაინის სუვერენული გადაწყვეტილებაა, მათი უფლებაა. ვნახეთ უკვე მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაც, ჩამორთმევაც და ისევ მინიჭება. ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა და სუვერენული უფლებები აქვს, მათ შორის ის უფლებაც, რომ მიანიჭოს მოქალაქეობა, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. რა როლს შეასრულებს უკრაინის პოლიტიკაში სააკაშვილი, ამას ყველა ერთად ვნახავთ“,- განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა.

 

ამასთან, თამარ ჩუგოშვილის თქმით, უკრაინა საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორია და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის.

 

„უკრაინა ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია. უკრაინასთან ძალიან ბევრ თემაზე, განსაკუთრებით ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ვთანამშრომლობთ, ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციაზე. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში, საქართველო, უკრაინა და მოლდოვა ძალიან მყარი პარტნიორები ვართ. შესაბამისად, ვფიქრობ, ამას ვერაფერი წინ ვერ აღუდგება და ხელს ვერ შეუშლის“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner