logo_geo
eng_logo
3 თვის მონაცემებით, სექსუალური ორიენტაციის მოტივით, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის ფაქტებზე გამოძიება 19 საქმეზე დაიწყო
- +

29 მაისი. 2019. 13:13

 

2019 წლის იანვარ-მარტის თვის მონაცემებით, სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით, სადაც იკვეთება შესაძლო დისკრიმინაციული მოტივები, გამოძიება სისხლის სამართლის 19 საქმეზე დაიწყო. აღნიშნულთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ შსს-დან გამოითხოვა. უწყების მიერ მოწოდებული მონაცემებით ირკვევა, რომ 13 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა სექსუალური ორიენტაციის მოტივით შეუწყნარებლობას, რელიგიური ნიშნით - 5, ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ფაქტზე კი გამოძიება 1 შემთხვევაში დაიწყო.

 

მიმდინარე წელს რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო ძალადობის მუხლით გამოძიება 1 შემთხვევაში დაიწყო, ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის ფაქტზე კი საქმე 3 შეთხვევაში აღიძრა. 2 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის მუხლით. ასევე 2 ფაქტზე დაიწყო შსს-მ გამოძიება დევნის მუხლით.

 

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, შსს-ს ინფორმაციით, 2018 წელს სექსუალური ორიენტაციის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი გამოიკვეთა 55 სისხლის სამართლის საქმეში, კერძოდ: სექსუალური ორიენტაცია - 34; რელიგიური - 20; ეთნიკური - 1.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასულ წელს დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით 12 შემთხვევაში დევნის მუხლით აღძრა საქმე. 4 შემთხვევაში გამოძიება დაიწყო ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევის მუხლით. რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის 7 ფაქტზე აღიძრა საქმე. პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მუხლით კი გამოძიება 1 შემთხვევაში დაიწყო.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner