logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება
- +

29 მაისი. 2019. 13:14

 

პარლამენტის თავმჯდომარე ლიეტუვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სამდღიანი ვიზიტის პირველ დღეს ირაკლი კობახიძე ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს ვიქტორას პრანცკიეტსს და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს ლინას ლინკევიჩუსს შეხვდება. მეორე დღეს კი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საულიუს სკვერნელი უმასპინძლებს. ჩანიშნულია შეხვედრა ეროვნული თავდაცვის მინისტრ რაიმუნდას კარობლისთანაც.

 

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული დელეგაციის წევრები ბალტიის ასამბლეის აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში მიიღებენ მონაწილეობას, სადაც ირაკლი კობახიძე კონფერენციას მისასალმებელი სიტყვით გახსნის.

 

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავა, თამარ ხულორდავა, ბექა ოდიშარია, გიორგი მოსიძე, გიორგი კანდელაკი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე შედიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner