„მისი ეს განცხადება არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი“,- ასე უპასუხა „იმედის“ გადაცემა „პირისპირში“ სტუმრობისას ირაკლი სესიაშვილმა წამყვანის შეკითხვას: სააკაშვილმა გამოთქვა სურვილი, ჩაერთოს კონფლიქტის მოგვარებაში?
„ჩემთვის სააკაშვილი, როგორც პოლიტიკოსი, მაშინ დასრულდა, როცა მან რეალურად დიქტატურა ჩამოაყალიბა. ჩემთვის ის, როგორც პოლიტიკოსი, არ არსებობს, როდესაც მან, როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა, უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. ჩემთვის ის არის ჩამოყალიბებული საერთაშორისო დონის ავანტიურისტი და მისი ეს განცხადებაც არის ავანტიურისტული და პროვოკაციის ნაწილი. არ მგონია, რომ მეტი დრო უნდა დავუთმოთ ასეთი განცხადებების მოსმენას ან კომენტარს“,- განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა.