logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: აზერბაიჯანთან დავლაგდებით
- +

29 მაისი. 2019. 15:21

 

​„აზერბაიჯანთან დავლაგდებით“,- ამის შესახებ დავითგარეჯის თემაზე საუბრისას საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისის თქმით, დელიმიტაციის კომისია მუშაობს და მოლაპარაკების ფორმატს ფუნქციონირება უნდა დავაცადოთ.

 

„ყველა დონეზე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, აზერბაიჯანთან ამ თემაზე საუბარი გვაქვს იმ ფორმატში, რომელშიც უნდა მიმდინარეობდეს. ვიღაცას უნდა, რომ ამ თემის გადათამაშება სხვანაირად, პოლიტიკურ ჭრილში მოახდინოს და განიხილოს, რომ ეს რაღაც ხარვეზია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში და ათასი რამე მოიგონონ. ეს ყველაფერი არასწორია. კომისიას მუშაობა და მოლაპარაკების ფორმატს ფუნქციონირება უნდა დავაცადოთ. აქედან გამომდინარე, ჯერჯერობით საჭიროდ და აუცილებლად არ მივიჩნევთ, რომ პარლამენტში ვინმე მოვიყვანოთ და ვიღაცების მხრიდან ამას კიდევ მეტი სპეკულაცია მოჰყვეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფოა.

 

აზერბაიჯანთან დავლაგდებით. ვიღაცებს ეს უნდათ თუ არ უნდათ, ჩვენ მოვილაპარაკებთ მშვიდობიანად, სწორად და სახელმწიფოებრივად. აქედან გამომდინარე, პოპულისტური გამონათქვამები, განცხადებები და მხოლოდ სუბიექტურ ინტერესებზე ფიქრი ასეთ საკითხზე მსჯელობისას დამაზიანებელია. ამისგან თავი ყველამ უნდა შევიკავოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

ამასთან, მდინარაძემ კომენტარი გააკეთა ოპოზიციის განცხადებაზე, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დავით გარეჯში დაძაბულობას ხელი შეუწყო.

 

„ჩვენი ოპონენტები ძალიან ბევრ რამეს ამბობენ. მთავარი აქ არის კითხვა, მართალია, ისინი რასაც ამბობენ თუ ტყუილი? არ გვიკვირს, რომ ისინი ტყუილებს იგონებენ. ზოგჯერ უტრირებას ახდენენ და ხანდახან ასეთ არგუმენტებს იგონებენ. გამოგონილ არგუმენტებზე კომენტარებს ვერ ვაკეთებთ. დღეს იმაზეც კი მოვისმინეთ სერიოზული კითხვები და „სერიოზული კომენტარები“, რომ შეთანხმებული იყო თუ არა პრეზიდენტის განცხადება მთავრობასთან. აქ საუბარი მხოლოდ განცხადებებზე არ არის. აქ საუბარია სახელმწიფოებრივ პოზიციაზე და როდესაც ამის საწინააღმდეგო არანაირი მოქმედება და განცხადება არ ყოფილა, ასეთი განცხადებები ძალით არ უნდა შევქმნათ და პარალელური, ილუზიური რეალობები საზოგადოებას არ უნდა დავუხატოთ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner